11 X 11
სპორტული პორტალი

ბენზემა რონალდოსა და თავის მომავალზე

0

კარიმ ბენზემამ კრიშტიანო რონალდოსთან თავის ურთიერთობაზე ისაუბრა. ფრანგმა თავდამსხმელმა თქვა, რომ თავიდანვე რონალდომ, რომელიც ფრანგულად ასე თუ ისე საუბრობდა, უთხრა ყველანაირი საფეხბურთო პრობლემა ერთად განეხილათ, რათა რაიმე გაუგებრობა არ მომხდარიყო. ბენზემას არ სიამოვნებდა, რომ მას მოუწია რონალდოს თამაშის სტილს, მანერას და პოზიციას შეგუებოდა, უფრო უკან თამაში კი გაუძნელდა, მაგრამ ამასაც მალე აუღო ალღო და ორივემ “რეალს” დიდი წარმატებები მოუტანა.

ბენზემა კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს, სამეფო კლუბთან 2022 წლამდე აქვს ხელშეკრულება და მხოლოდ შემდეგ დაფიქრდება რა გზას ეწიოს. ერთი კი დანამდვილებით იცის, რომ ფეხბურთში დარჩება, ოღონდ მწვრთნელობა ცოტა ძნელ საქმედ მიაჩნია და სხვა რამეს გამოძებნის. ისე, უარს არ იტყვის “რეალის” სისტემაში დარჩეს და იმუშაოს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო