11 X 11
სპორტული პორტალი

ჩემპიონთა ლიგა: ფული, ბევრი ფული, ბაბა!

0 16

უეფამ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა თუ რა თანხებს მიიღებენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილენი.

თითოეული კლუბი მხოლოდ მონაწილეობისათვის 12.25-დან 14.5 მილიონ ევრომდე მიიღებს. პირველი საწყისი ფასია და შემდეგ დაემატებათ 0.75 მილიონი ევრო.

ჯგუფურ ეტაპზე მოგებისათვის გუნდი 2.7 მილიონ ევროს მიიღებს, ფრისთვის კი 0.9 მილიონს. ფრეების დროს დაზოგილი 0.9 მილიონი ევროები შეიკრიბება და ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გუნდებზე მოგებათა რაოდენობის მიხედვით  პროპორციულად გადანაწილდება.

1/8-ფინალში გასვლისათვის ბონუსი 9.5 მილიონია, 1/4-ფინალში 10.5, 1/2-ფინალში 12, ხოლო ფინალში გასულებს 15-15 მილიონი ერგებათ.

რაც შეეხება გამარჯვებულს, მას დამატებით 4 მილიონი ევრო დაერიცხება.

უეფას სუპერთასის მონაწილეებს 3.5-3.5 მილიონი ევრო ერგებათ, ხოლო გამარჯვებულს ზედ 1 მილიონს დაუმატებენ.

გარდა ამისა ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი თანხა, გარკვეული კოეფიციენტების მიხედვით, ბოლო ათ წელიწადში უეფას ეგიდით გამართული საკლუბო ტურნირების მონაწილეებს გადაუნაწილდებათ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო