11 X 11
სპორტული პორტალი

კავანიმ, ნეიმარი კარგი ბიჭიაო

0 13

ახლახან “მანჩესტერში” ჩარიცხულმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ პსჟ-ში მის თანაგუნდელ ნეიმარზე ილაპარაკა და ის დაახასიათა, როგორც კარგი ადამიანი და დაამატა, რომ მისი და ნეის ცნობილი წაკამათება “ლიონთან” მატჩის დროს და შემდეგ გასახდელში გაგრძელებული დავა-კამთი მედიამ გაბუქა, თორემ ეს კონფლიქტი მალევე დასრულდა და მას შემდეგ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

“ელ მატადორმა” ისიც თქვა, რომ გუნდში ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება შეუძლებელია, რადგან ადამიანები სხვადასხვანაირები არიან. მთავარი კი ისაა, რომ მოედანზე ერთმანეთისათვის თავი არ დაზოგონ და საკუთარ გუნდს წარმატება მოუტანონ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო