11 X 11
სპორტული პორტალი

კრიშტიანო რონალდო გაქურდეს

0

იმ დროს, როდესაც კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთის წინააღმდეგ თამაშობდა, მის სახლში კუნძულ მადეირაზე ქურდმა შეაღწია და ხელს რამდენიმე ნივთი გააყოლა, მათ შორის რონალდოს სახელობითი “იუვენტუსის” მაისური, რომელიც 200 ევრო ღირს. ისე მოჩანს, ქურდი სახლში დიდხანს არ დაყოვნებულა.

პოლიცია ფიქრობს, რომ მძარცველმა სახლში მაშინ შეაღწია, როდესაც ერთ-ერთმა მოსამსახურემ გარაჟის კარი გააღო. მისი მოქმედება ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს და პოლიციამ სავარაუდოდ უკვე იცის მისი ვინაობა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო