კვარაცხელია სექტემბერში საუკეთესოდ აღიარეს
ყაზანის “რუბინის” “ფეისბუქ” გვერდმა დაწერა, რომ თათრული გუნდის გულშემატკივრებმა სექტემბერში საუკეთესოდ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.
ქართველმა ნახევარმცველმა “რუბინის” მხარდამჭერთა ხმების 50% მიიღო. მეორე ადგილზე კორეელი ინ ბომი(38%) გავიდა, ხოლო მესამე ადგილი წილად დანიელ ოლივერ აბლიგორს(5%) ხვდა.
სექტემბერში ხვიჩა კვარაცხელიამ “რუბინისთვის” 1 გოლი გაიტანა და 2 პენალტიც მოიპოვა. თუმცა, მთავარი სანახაობა, რაც ფანების გულს იპყრობს, ეს ხვიჩას ბრწყინვალე დრიბლინგია…