11 X 11
სპორტული პორტალი

მაქსი ლოპესი: იბრამ მითხრა, მეორედ ეგრე მოიქცევი და სახეს ჩაგიმტვრევ

0

არგენტინელმა ფორვარდმა მაქსი ლოპესმა Football Italia-სთან საუბრისას მასსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა, რომელიც “მილანში” თამაშის დროს შეემთხვა.

“პარმასთან გვქონდა თამაში, საჯარიმოში იბრაჰიმოვიჩს პასი გავუკეთე, ის კი ადგილიდან არც კი განძრეულა, უყურებდა როგორ მიდიოდა ბურთი. ამის შემდეგ უცებ შემოტრიალდა და ყვირილი დამიწყო. ვერ წარმოიდგენთ რა მითხრა, უნდოდა ბურთი პირდაპირ ფეხებში მიმეცა. ვუთხარი, რომ მე კარგი პასი გავუკეთე და კარში მისი პოზიციიდან დარტყმა შეეძლო.

თამაშის შემდეგ გასახდელში რომ დავბრუნდით, მეგონა რაღაცას მეტყოდა, მან კი თავი ჩემგან შორს დაიჭირა. გავიდა ერთი დღე, ორი…სამი… ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გვიწევდა.

ზლატანი ჩემთან მოვიდა და მითხრა: “მომწონხარ, ერგენტინელებს ხასიათი აქვთ, იმას ამბობენ რისიც სჯერათ, ბრაზილიელებს არ გვანან.” და ამის შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა დაამატა:

“შემდეგ ჯერზე, ასეთ რამეს კიდევ გააკეთებ და იცოდე, სახეს ჩაგიმსხვრევ.”

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო