11 X 11
სპორტული პორტალი

პირველ ტაიმს მინიმალურად ვიგებთ

0

საქართველო-ბელორუსი 1:0

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო: ლორია,  კაკაბაძე,  კაშია, კვერკველია, დვალი, კიტეიშვილი, კანკავა, კვეკვესკირი,  ყაზაიშვილი, კვარაცხელია, ოქრიაშვილი.

ბელორუსი: ხაცკევიჩი, ზოლოტოვი, მარტინოვიჩი, ნაუმოვი, იაბლონსკი, ებონგი, ნეხაიჩიკი, ბახარი, ხაჩატურიანი, ლისაკოვიჩი.

გოლები: ოქრიაშვილი, 7-პენ.

მსაჯი: ს. ჩაქირი (თურქეთი).

მატჩი ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო. ბელორუსები ეგრევე უკან ჩადგნენ და ჩვენებმაც სწრაფად აითვისეს დათმობილი ტერიტორია. სტუმრები კლასიკური 4-4-2-ით იდგნენ, მაქსიმალურად კ გადაკეტეს საკუთარი საჯარიმოს მისადგომები, მაგრამ საქართველოს ნაკრების სქემა 4-2-3-1 მაინც იძლეოდა ფლანგების აქტიურად გამოყენების საშუალებას და ხან კვარაცხელია, ხანაც ოქრიაშვილი ინდივიდუალურად ცდილობდნენ მეტოქის მასირებული დაცვის გარღვევას. საბედნიეროდ, ეს მალევე მოხერხდა. კვარაცხელიამ იმარჯვა, ჩვეული დრიბლინგის შემდეგ, ოქრიაშვილს შეუგდო საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე, სადაც ზოლოტოვმა დსცა და დანიშნული პენალტი თავად ოქრიაშვილმა გარდასახა გოლად.

ინერციით ცოტა ხანს მატჩი ამგვარივე კალაპოტში წარიმართა, მაგრამ შემდეგ ბელორუსებმა უკანა ხაზები ზემოთ ამოსწიეს და თამაში თითქმის გათანაბრდა. მე-19 წუთზე პირველადაც დაარტყეს (უზუსტოდ) ჩვენს კარში.

ერთ წუთში კონტშეტევით შევაშინეთ სტუმრები. შემდეგ ქართველებმა პრესინგს მიმართეს და მართალია, რამდენიმეჯერ ხიფათიც შეუქმნეს მეტოქის კარს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში სათანადოდ ვერ გაისარჯნენ. თუმცა, 33-ე წუთზე ბელორუსებს გაუმართლათ, როდესაც ისევ კვარაცხელიას ყოჩაღობის შემდეგ, ყაზაიშვილის დარტყმული, ხაცკევიჩს შემთხვევით მოხვდა და ასე გადაურჩნენ მეორე გოლს. ტაიმის კომპენსირებულ დროში ჩვენს გუნდს კიდევ ჰქონდა ერთი ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ ისევ უშედეგოდ.

ყველაფრიდან იკვეთება, რომ ბელორუსებს უჭირთ მჭიდრო პრესინგის დაძლევა, შეცდომებს უშვებენ და აუცილებლად გვეჩვენება შესვენებისას ამის გამოსაყენებელი ახალი საშუალების გამონახვა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო