11 X 11
სპორტული პორტალი

“ქართველებო იცოდეთ, ეს ვაჟკაცობა არ იქნება!” – ბელარუსი გულშემატკივარი საქართველოსთან მატჩის წინ

0 316

უკვე დღეს ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბელარუსის გუნდს შეხვდება.

ქართველები მატჩში ფავორიტებად ითვლებიან და წესით, მოგება არ უნდა გაგვიჭირდეს, რისი მიზეზიც, არა მხოლოდ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი ნაკრების ყოლა, არამედ ბელარუსში მიმდინარე მოვლენები და ნაკრების ირგვლივ არსებული რეალობაა.

ჩვენ ყველაზე პოპულარული ბელარუსული სპორტული საიტი pressball.by-ის მომხმარებელთა კომენტარებს გაგაცნობთ, რომლებიც საქართველოსთან დაპირისპირებას შეეხება.

“ვისი სახელით უნდა წასულიყო ლუკაშენკო თბილისში? თან ხომ იცით, ქართველები მანდარინებს ისვრიან ხოლმე.”

“უბრალოდ პროგნოზს ვაკეთებს, 2-3 ბურთის სხვაობით წავაგებთ.”

“წარმატებები ქართველებს, თქვენ იცით, ბიჭებო!”

“იმედია ამ არეულ ცხოვრებაში რაღაცით მაინც გავიხარებთ და ბიჭები საქართველოს მოუგებენ.”

“რატომ თურქი მსაჯი? მისი დანიშვნა ბელარუსის ნაკრებისთვის უკვე ცუდი სიგნალია. თურქები და ქართველები მეზობლები არიან, ბევრ სფეროში თანამშრომლობენ, საერთო ბიზნეს ინტერესები აქვთ. ძალიან, ძალიან ცუდია.”

“ქართველებო, შეიძლება გაგიხარდეთ, მაგრამ იცოდეთ, დემორალიზებულ და დაშლილ გუნდთან მოგება ვაჟკაცობის სიმბოლო არ იქნება.”

“არ მინდა ქართველებმა ბელარუსების დამარცხება ოვაციებით აღნიშნონ.”

“მე პირადად მირჩევნია ევროპის ჩემპიონატზე ქართველები გავიდნენ, ვიდრე კოსოვოელები თუ მაკედონიელები.”

“ნორმალური ადამიანები დემოკრატიული საქართველოს გუნდს დაუჭერენ მხარს და არა ფაშისტურ ბელარუსს. იმედი მაქვს ქართველები ლუკაშენკოურ ნაკრებს ამოტენიან და სამარცხვინოდ გამოაბუნძულებენ სახლში.”

ძალიან ბევრი იყო კომენტარი, რომლებშიც მომხმარებლები წერდნენ, რომ საქართველოს უგულშემატკივრებდნენ და ბელარუსებს შანსი არ აქვთ. თავად ბელარუსთა მწვრთნელიც, პრესკონფერენციის დროს ძალიან აღელვებული და არადამაჯერებელი იყო, ხშირად ახსენა ფსიქოლოგიური ომი.

გულშემატკივართა კომენტარებიდან იგრძნობა, რომ ნაკრებისა და მთავარი მწვრთნელის მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, არც ეიმედებათ და არც პატივისცემით ეპყრობიან.

ეს ყველაფერი კი ცხადია, ხელს საქართველოს ნაკრებს აძლევს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო