11 X 11
სპორტული პორტალი

სალაჰის კეთილშობილური საქციელი

0

“ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი 29 სექტემბერს, ქალაქის ერთ ავტოგასამართ სადგურზე წააწყდა ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც იქვე შეყუჟულ უსახლკარო, ვინმე დევიდ კრეიგს დასცინოდნენ, ეკითხებოდნენ თუ რატომ მათხოვრობდა, რატომ არ ეძებდა სამუშაოს და სხვ.

სალაჰს ეს გაუგონია, ბიჭებისათვის მიუმართავს, რომ გაჭირვებული ადამიანის დაცინვა არ არის სწორი საქციელი და შეიძლება მის მდგომარეობაში  ნებისმიერი აღმოჩნდეს. როდესაც ახალგაზრდები იქაურობას გაეცალენ, სალაჰი ბანკომატთან მისულა, ფული გამოუტანია და მათხოვრისთვის 100 ფუნტი მიუცია. ეს ყველაფერი ქუჩის ვიდეოკამერამ დააფიქსირა.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო