11 X 11
სპორტული პორტალი

ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობასთან დაკავშირებით აღშფოთება ვერ დამალა

0
ბელორუსის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს ნაკრების გახარებულმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა საკმაო ხანს ისაუბრა:
კარგად დავიწყეთ, სამი კარგი მომენტი გვქონდა. ასეთ მატჩში, როცა გოლს გაიტან, თამაში უნდა აკონტროლო. ვაკოსა და ხვიჩას მომენტების დროს ძალიან დამწყდა გული, უნდა გაეტანათ პირველ ტაიმში. შემდეგ ჩვენმა საყრდენებმა ყვითელი ბარათები მიიღეს, ძალიან სახიფათო იყო ასე თამაში, თუმცა ისინი შეუცვლელები არიან, ძალიან მაგრად ითამაშეს. კიტესაც უკეთ შეუძლია თამაში. იგივე ითქმის ხვიჩაზე, ძალიან კარგი ბიჭია და შეუძლია უკეთესად ითამაშოს.
ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო. ბელარუსები მეორე სართულზე კარგად თამაშობენ, თუმცა ჩვენმა დაცვამ ბრწყინვალედ გაართვა თავი მოვალეობას. ლორიას ბევრი საქმე არ ჰქონია, მეტოქეს კარში არ დაურტყამს. ახლა ბედნიერები ვართ, დავისვენებთ და პოლონეთში გავემგზავრებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის ერთა ლიგაზე, ჯერ სომხეთთან, შემდეგ მაკედონიასთან.

 

თორნიკე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, მისთვის გაცილებით დაბალ დონეზე თამაშობს კვიპროსში. თუმცა, დიდი მადლობა უნდა გადავუხადო თემურ ქეცბაიას, მან წაიყვანა ქართველი ბიჭები, ათამაშებს. თორნიკემ გოლი გაიტნა და სამართლიანად შეიძლება საუკეთესოდ დავასახელოთ.
თუმცა, გოლის გარდა ბევრი კარგი ეპიზოდი იყო. კვეკვესკირმა, კაშიამ, კვერკევლიამ ძალიან კარგად ითამაშეს. დვალმა სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, კაკაბაძეც ახლა გადავიდა კლუბში, პრაქტიკა არ ჰქონდა. ჩვენს ჯაბა კანკავაზე ცალკე უნდა ვთქვა, ეს გუნდი მის და კაშოს გარეშე არ წარმომიდგენია. ჯაბა ყოველთვის, ყველა თამაშში ერთერთი საუკეთესოა. 
მწვრთნელის ბედი ყოველთვის შედეგზეა დამოკიდებული. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემს კონტრაქტს, გავაგრძელებთ თუ არა, მთავარია ფინალი მოვიგოთ. აგებ, შენი ბრალია, იგებ და გმირი ხარ. საქართველოს არასდროს დავივიწყებ, აქ ხომ კარგი 5 წელი გავატარე. თუ დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე. შესაძლოა დავრჩე, არაფერია გამორცხული. 
ბიჭებმა კლუბებში კარგად უნდა ითამაშონ. ჩაკვეტაძეზე მინდა ვთქვა,  საერთოდ, ვერ წარმომიდგენია როგორ ათამაშეს გენტში. ევროპის ერთერთი უდიდესი ტალანტია, მაგრამ ტრავმა აქვს, დაუჯერებელია ამ  დაზიანებით ნახევარი საათით მინდორზე როგორ შეუშვეს. ამ ბიჭს ტრავმა აქვს, მისი თამაში არ შეიძლება,  ამ კლუბთან რაღაც უნდა მოვაგვაროთ და გიორგის დავეხმაროთ. 3 დღე ჩვენთან ერთად იქნება, ჩვენს სამედიცინო გუნდთან ერთად იმუშავებს და 12 ოქტომბერს გენტში დაბრუნდება.
ქვილითაიამ უნდა მოუმატოს, ასევე ლობჟანიძემ. ვაკო გვილია კარგი იყო, კარგი შანსი შექმნა. ჯიმი კარგი ბიჭია, თუმცა ბოლოს შეცდომა დაუშვა. ბიჭები ფსიქიკურად და ფიზიკურად ძალიან დაიღალნენ. 
სომხეთთან ცვლილებები იქნება. კაკაბაძე დაისვენებს, კაშოც. მეორე მეკარეს მინდა შანსი მივცე.

 

წინა ხაზში მაღალი ფორვარდი გვეყოლება. კვარაცხელია და ოქრიაშვილი ყოველ სამ დღეში არ უნდა დავტვირთოთ. შემადგენლობაში 4-5 ცვლილება იქნება.

 

დღეს მაკედონიას უკეთესად ვიცნობთ, ვიცით რა შეუძლიათ. თუმცა ფინალზე ვერ ვისაუბრებ ჯერ, წინ სომხეთთან თამაში გველის და ამ მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩაკვე ისეთ ფორმაში რომ იყოს,  წლინახევრის წინ რომ იყო, შესაძლოა ორი გოლი გაეტანა. მაგრამ, ჯერ ფორმაში არაა, ტრავმა აქვს, ვნახოთ რა იქნება. იმედი მაქვს, ფეხბურთელები 1 თვის შემდეგ კლუბებიდან კარგ ფორმაში დაბრუნდებიან.”
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო