11 X 11
სპორტული პორტალი

აუტი ფეხით და სხვა სიახლეები – არსენ ვენგერი ფეხბურთის წესებში სავარაუდო ცვლილებებს აჟღერებს

0 208

“არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომელც ახლა ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილებას განაგებს, ფეხბურთის წესების შეცვლის რამდენიმე იდეა წარმოადგინა.

კუთხურის ჩაწოდების დროს თუ ბურთი გასცდება პირით ხაზს და შემდეგ მოედანზე ბრუნდება, თამაში გაგრძელდეს. ეს ცვლილება გოლის გატანის მეტ შანსს იძლევა.

გუნდს საშუალება უნდა ჰქონდეს დანიშნული ჯარიმა, მისმა რომელიმე ფეხბურთელმა მარტომ, სწრაფად გაითამაშოს.

გუნდს მოედნის საკუთარ ნახევარზე აუტიდან ბურთის თამაშში  შეყვანა ფეხით უნდა შეეძლოს.

უფრო ადრე ვენგერი თამაშგარეს წესის შეცვლის და პლეი-ოფში სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო