ისევ ხვიჩა – კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო დრიბლიორია!
რუსეთის პრემიერ ლიგის საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ჩემპიონატის საწყისი 10 ტურია შეჯამებული და გასახარია, რომ დრიბლინგის კომპონენტში ლიგის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა.
“ხვიჩა კვარაცხელია მეტოქეების მოსატყუებლად 168-ჯერ დაიძრა და აქიდან 87 მცდელობა წარმატებული იყო – ეს ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.
ამ სეზონში ხვიჩამ ორი გოლი გაიტანა, ორივე შემთხვევაში შედეგიანი შეტევა ქართველმა ართმევით დაიწყო, შემდეგ რამდენიმე მოწინააღმდეგე მოატყუა და ბურთი ბადეში გაახვია.
საშუალოდ, “რუბინის” ფეხბურთელები დრიბლინგზე 41-ჯერ მიდიან, მათგან 17-ში კი მთავარი მოქმედი პირი კვარაცხელიაა,”- წერს საიტი.