11 X 11
სპორტული პორტალი

ჩვენი მეტოქე ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიაა !

0
ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად გასამართ ბოლო, ფინალურ მატჩში ჩვენი მეტოქის ვინაობა ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებთა დაპირისპირებას უნდა გამოევლინა. ორივე გუნდი საბრძოლო განწყობით გავიდა სკოპიეს ეროვნული სტადიონის გაზონზე და საკმაოდ დაძაბული ბრძოლაც გაიმართა. ტერიტორიული უპირატესობა მასპინძელთა მხარეს კი იყო, მაგრამ კოსოვოელები დაცვაში სულაც არ მსხდარან და ყველა ხელსაყრელ შემთხვევას იყენებდნენ შესატევად. ანგარიში კურიოზულად გაიხსნა. მასპინძელთა სწრაფი კომბინაცია საჯარიმოში არცთუ ძლიერი დიაგონალური პასით გაგრძელდა, ბურთი კოსოვოელ მცველს ფეხზე მოხვდა და 1:0. ძალთა თანაბრობის ფონზე, სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, მაგრამ ერთ ეპიზოდში ჰადერგიონაიმ შორიდან ისეთი დაჰკრა, რომ მაკედონიელთა მეკარემ კარში შევარდნილ ბურთს მხოლოდ გახედა და შემდეგ თავი დანანებით გადაიქნია. კოსოველთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა, რადგან დაცვაში მეტად უხეში შეცდომა დაუშვეს და ველკოვსკის თავურს ვერაფერი მოუხერხეს.  ამის შემდეგ შესვენებამდე უკვე კოსოვოელები უფრო უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. შესვენების შემდეგაც სტუმრები აქტიურობდნენ, მაგრამ მაკედონელები კონტრშეტევისთვის „ჩასაფრებულნი“ იყვნენ, რაც მეტოქეს იძულებულს ხდიდა წინ დიდი ძალებით არ გადასულიყვნენ.  ასეთი მჭიდრო თამაში და ძიძგილაობა, თანდათან უხეშობაში გადაიზარდა, თუმცა შეხვედრის ნიდერლანდელი მსაჯი მაკელიე პირველ ტაიმში ნაჩვენები 4 ყვითელი ბარათის შემდეგ, ისე უხვად აღარ არიგებდა გაფრთხილებებს. ასე 55-ე წუთიდან მოყოლებული მაკედონელებმა სწრაფად და ფართო ფრონტით დაიწყეს კომბინირება, ორჯერ გოლიც გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. უკვე თვალშისაცემი გახდა მასპინძელთა ვეტერანი ლიდერის გორან პანდევის მაღალი კლასი, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნიდა შკიპერებს. მიუხედავად ასეთი დაწოლისა, კოსოვო არ ნებდებოდა, მაგრამ უნდა ვთქვათ და გავითვალისწინოთ, რომ მაკედონიამ საკმაოდ ოსატურად მიიყვანე მატჩი სასურველ დასასრულამდე და საქართველოს ნაკრების მეტოქე გახდა. ჩრდ. მაკედონია – კოსოვო 2:1 გოლები: კოლოლი, 16-საკ.კარში (1:0); ჰადერგიონაი, 29 (1:1); ველკოვსკი, 33 (2:1).
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო