11 X 11
სპორტული პორტალი

მანჩესტერ სიტი მესის უდარაჯებს

0

ლიონელ მესის ხელში ჩაგდებაზე რამდენიმე კლუბია დადარაჯებული. მათ შორის ყველაზე აქტიური თუ ხმაურიანი მაინც “მანჩესტერ სიტია” და ეს არც არის გასაკვირი, რადგან “ქალაქელების” მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას თითქმის ყველაფერი ჰქონდა შეთანხმებული მესისთან და “ბარსელონას” რომ გაეშვა, უსიკვდილოდ “სიტიში” ვიხილავდით. ამის შესახებ ისაუბრა კიდეც “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ომარ ბერადამ, ვინაც ბრძანა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და სიტუაციის გათვალისწინებით იმოქმედებენ.

ახლა “ბარსელონაში” ისეთი სიტუაციაა, რომ არავინ იცის ახალ წლამდე გადააყენებენ თუ არა პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს. თუ ეს არ მოხერხდა, გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნებია და თუ ხელმძღვანელობა შეიცვალა, არ არის გამორიცხული მესიმ კონტრაქტი გაახანგრძლივოს და მაშინ, რაღა თქმა უნდა, თავისუფალი აგენტი აღარ იქნება და მასში გამოსასყიდად განსაზღვრულ თანხას ძნელად თუ ვინმე გადაიხდის.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო