პანენკას მდგომარეობა გაუმჯობესდა
ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელი, 71 წლის ანტონინ პანენკა, რომელიც 2 დღის წინ კორონავირუსული ფილტვების ანთებით საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მდგომარეობიდან გამოვიდა, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, ხვალ პრაღაში გადაიყვანენ და თავისი პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს მკურნალობას.