11 X 11
სპორტული პორტალი

რივალდო დემბელეს ურჩევს

0

„ბარსელონას“ ყოფილი ბრაზილიელი თავდამსხმელი რივალდო იწონებს გუნდის ფრანგი თავდამსხმელის უსმან დემბელეს საქციელს, რომელიც სანაკრებო დღეებშიც ინტენსიურად ინდივიდუალურად ვარჯიშობს გუნდის ბაზაზე.

„დემბელეში“ „ბარსელონამ“ დიდი ფული გადაიხადა, მაგრამ უკუგება თითქმის არ არის. მესმის, მას ტრავმები აწუხებს, მაგრამ ისიც არ არის საიდუმლო, რომ აქამდე ვარჯიშებს უგულოდ ეკიდებოდა და რახან სხვაგან გადასვლა არ ისურვა, ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს თავისი საჭიროობა დაანახოს. ამიტომ ძალიან მომწონს რასაც ახლა აკეთებს, პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან კარგი რამ არის და ვურჩევ ასე გააგრძელოს“, – შეუტვალა რონალდომ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო