“რომა” მთავარი მწვრთნელის შემცვლელთან ერთად კლუბს სპორტულ დირექტორსაც ეძებს. ეს პოსტი “იუვენტუსის” სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩს რომ შესთავაზეს და წლიურად 2 მილიონ ევროსაც დაპირდნენ, ორი დღის წინ გაცნობეთ. ახლა მოვიდა ინფორმაცია, აქამდე ჯალოროსოს შეთავაზებაზე უარი მადრიდის “ატლეტიკოს” სპორტულ დირექტორს ანდრეა ბერტასაც უთქვამს.