11 X 11
სპორტული პორტალი

სუარესი მისი და მესის მეგობრობაზე

0

“ბარსელონადან” მადრიდის “ატლეტიკოში” გადასულმა ლუის სუარესმა მისი და ლეო მესის მეგობრობაზე ისაუბრა. “ჩვენ 6 წელიწადი გავატარეთ “ბარსელონაში”. ამ პერიოდში მრავალი სიხარული და მწუხარება ერთად გადავიტანეთ. ამან ჩვენი მეგობრობა, რომელიც თავიდანვე ჩამოგვიყალიბდა, კიდევ უფრო განამტკიცა. ჩვენი ოჯახებიც ახლობლობენ და ამიტომ სულაც არ იყო გასაკვირი, როცა ლეომ ასე მწვავედ განიცადა ის დამოკიდებულება, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინა კლუბის ხელმძღვანელობამ. ლეო სამართლიანად მიიჩნევს, რომ მე “ბარსადან” გამაგდეს, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებდი. რას ვიზამთ, მოსახდენი მოხდა და მართალია, ახლა სხვადასხვა გუნდში ვართ, მაგრამ ეს ჩვენს მეგობრობას ოდნავადაც ვერ შეუშლის ხელს”, – თქვა სუარესმა.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო