11 X 11
სპორტული პორტალი

კასილიასი რონალდოსა და მესიზე: მისი მიღწევები უფრო შთამბეჭდავია…

0

as-ის კორესპონდენტმა მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების მეკარეს იკერ კასილიასს კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შედარება სთხოვა და იკერმაც დიპლომატიური პასუხი გასცა, აშკარად მოერიდა რომელიმეს წყენინებას.

“კრიშტიანოს ბავშვობიდანვე ჰქონდა უდიდესი სწრაფვა, რათა ყველაზე უკეთესი ფეხბურთელი გამხდარიყო და ალბათ, მიაღწია კიდეც. როდესაც მესისა და რონალდოს მიღწევებს ადარებ, რონალდოსი უფრო შთამბეჭდავია.

არა და, ყველამ იცის თუ რა საოცარი ტალანტია მესი. მთავარი კი ისაა, რომ გაგვიმართლა და ამ ორი დიდებული ფეხბურთელის თამაშით ვტკბებით. ბევრს ჰგონია, რომ რონალდო თავხედი და ქედმაღალია, არადა პირიქითაა”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო