11 X 11
სპორტული პორტალი

მანინო ქუთაისში დაბრუნდა და “ტორპედოს” სპორტულ დირექტორად შენგელია დანიშნა

0
“ტორპედოს”პრეზიდენტი ფაბიო მანინო გუშინ ქუთაიასში დაბრუნდა და კლუბის სპორტულ დირექტორად გიორგი შენგელია დანიშნა, რომელიც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას შვილია. გიორგი შენგელიამ საფეხბურთო კარიერა სწორედ ტორპედოში დაიწყო და გუნდის ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. 12 ოქტომბერს “ტორპედო” ამხანაგურ მატჩში მეორე ლიგის ზუგდიდის “დინამოს” შეხვდება.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო