11 X 11
სპორტული პორტალი

მოსკოვის დინამოს მცველი მამარდაშვილის საოცარ თამაშს ვერ ივიწყებს

0 10

მოსკოვის “დინამოს” მცველმა ივან ორდეცმა ВТБ-ის საიტთან თბილისის “ლოკომოტივთან” ევროპა ლიგაზე წაგებული მატჩი გაიხსენა:

“თბილისის “ლოკომოტივში” ჩემს ნაცნობს ველაპარაკე, რომელიც ადრე უკრაინაში თამაშობდა. მან მითხრა: “აქამდე ჩვენ რუმინელებს შევხვდით. ისინი განსაკუთრებულად არ ცდილობდნენ და ჩვენ შემდეგ ეტაპზე გავედით, მაგრამ მე მესმის: თქვენ ასე არ მოიქცევით, რადგან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა გინდათ”.

იმ საღამოს ყველა დინამოელმა ისე ითამაშა, როგორც შეეძლო, არავინ არ უხეშობდა, მაგრამ უყურადღებობა გამოვიჩინეთ, ბავშვური შეცდომები დავუშვით, მათმა მეკარემ კი საოცრად თამამად ითამაშა – იმ მატჩის შემდეგ მისი ევროპის ნებისმიერ გუნდში გაყიდვა შეიძლებოდა. გასაგებია, მარცხში მთელი გუნდია დამნაშავე და კონკრეტულად ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო