11 X 11
სპორტული პორტალი

ბრაზილიამ ბოლივია გაანადგურა, ნეიმარმა მესის რეკორდი გააუმჯობესა [video]

0

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, რომელიც სან პაულუში გაიმართა ბრაზილიის ნაკრებმა 5:0 გაანადგურა ბოლივია. ანგარიში მე-16 წუთზე მარკინიოსმა გახსნა. 14 წუთის შემდეგ და მეორე ტაიმის დასაწყისში ფირმინომ დუბლი გაიფორმა. 66-ეზე ავტოგოლით ანგარიში 4:0 გახდა , ხოლო 73-ეზე კოუტინიომ სტუმართა განადგურებას წერტილი დაუსვა.

ამ მატჩში ბრაზილიელთა ლიდერმა ნეიმარმა ლიონელ მესის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 18 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა. წინა რეკორდი არგენტინელ ლიონელ მესის ეკუთვნოდა, ვინაც 2011 წელს კოუმბიასთან შეხვედრაში 15-ჯერ მოატყუა მეტოქე გუნდის ფეხბურთ

ელები. ამ შედეგის აღრიცხვა 2009/2010 წლების სეზონიდან წარმოებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო