11 X 11
სპორტული პორტალი

რუბინმა კვარაცხელია 10 მილიონად არ გაყიდა, რადგან მალე მის ტრანსფერში გაცილებით მეტი თანხის აღების იმედი აქვს

0

БИЗНЕС ONLINE იტყობინება, რომ “რუბინმა” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია “კრასნოდარს” 10 მილიონ ევროდ არ მიყიდა.

გამოცემის ცნობით, “კრასნოდარი” კვარაცხელიას სამსახურით 2019 წელს დაინტერესდა, როდესაც ის მოსკოვის “ლოკომოტივში” თამაშობდა, მაგრამ ყაზანურმა კლუბმა დაასწრო და ტრანსფერი 3 მილიონად გაჩარხა. ეს თანხა აგენტსა და ფეხბურთელს გადაუხადა.

“კრასნოდარმა” ამ ზაფხულში მისი შეძენა მოინდომა და მზად იყო 2 წლით იჯარით “რუბინში” დაეტოვებინა, თუმცა ყაზანურ კლუბს იმედი აქვს, რომ კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ზე გავა, იქ თავს წარმოაჩენს და შემდეგ გაცილებით ძვირად გაყიდიან.

ვერაფერს იტყვი, ლოგიკურად აზროვნებენ და ეს ფეხბურთელისთვისაც კარგი ვარიანტია.

ხვიჩა ამ სეზონში არაერთხელ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და გულშემატკივრებმა გასულ თვეში “რუბინში” საუკეთესოდ აღიარეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო