11 X 11
სპორტული პორტალი

საქართველოს ნაკრები პოლონეთში ჩავიდა

0 17

საქართველოს ეროვნული საფეხურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას პოლონეთში გამართავს. უეფას გადაწყვეტილებით სომხეთის წინააღმდეგ შეხვედრა ქალაქ ტიხში შედგება. საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისიდან ჩარტერული რეისით  ქალაქ კატოვიცეში 10 ოქტომბერს ჩავიდა.  სომხეთი – საქართველოს მატჩის მასპინძელ ქალაქ ტიხის სტადიონზე ჩვენი გუნდი დღეს ივარჯიშებს.

საქართველოს ნაკრებს 11 და 14 ოქტომბერს სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ტრავმების გამო გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები პოლონეთში 25 ფეხბურთელთან ერთად გაემგზავრა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

10 ოქტომბრის განრიგი, ქალაქი ტიხი, პოლონეთი

17:30* – ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია

18:00* – საქართველოს ნაკრების ვარჯიში

gff-ს ინფორმაცია

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო