11 X 11
სპორტული პორტალი

შენგელიას 8 ქულა, 4 მოხსნა და გამარჯვება ავტოდორთან

0 7

მოსკოვის ცსკა-მ VTB ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. თორნიკე შენგელიას გუნდმა სარატოვის “ავტოდორს” უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით – 100:66 სძლია.

ცსკა-მ როსტოველებთან უპირატესობა პირველსავე მეოთხედში მოიპოვა და ის მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. თორნიკე შენგელიამ თამაში მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 18:43 წუთში კი 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 4-იდან 2 ორქულიანი, 2-იდან 1 სამქულიანი და 4-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო.

გამარჯვებულებს ანდრეი ლოპატინმა ულიდერა. 22 წლის რუსმა კალათბურთელმა 20 ქულა ჩააგდო, ვილი კლაიბერნმა 18 ქულა მოაგროვა, ხოლო იონას ვოიგტმანის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

ცსკა-ს VTB ლიგაში ჩატარებულ 4 მატჩში 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, ტურნირში მომდევნო შეხვედრას კი 19 ოქტომბერს, შინ ზენიტთან ჩაატარებს. მანამდე მოსკოველებს ორი მატჩი ევროლიგაში უწევთ – 14 ოქტომბერს სტუმრად ფენერბაჰჩესთან, 16 კი – შინ ალბასთან.

 

GBF.GE
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო