11 X 11
სპორტული პორტალი

სომხეთის ნაკრების ლეგენდარულმა ესპანელმა მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა

0 101
სომხეთის ნაკრების ლეგენდარულმა ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა  საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინა დღით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

 

“თამაშამდე ძალიან რთულ პირობებში მოვედით, თუმცა ამან გუნდი უფრო შეკრა. გამარჯვების მოსაპოვებლად და სომეხი ხალხის გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

 

გევორგ კაზარიანს ტრვმა აქვს და საქართველოსთან არ ითამაშებს, თუმცა იმედი გვაქვს, ესტონეთთან მინდორზე იქნება.

 

ჰენრიხ მხითარიანის მოედანზე ყოფნა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებსაც თანაგუნდელთა მოტივირება მხოლოდ მინდორზე ყოფნითაც შეუძლიათ.

 

ძალიან კარგი გუნდს ვხვდებით. საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგ, გუნდურ ფეხბურთს აჩვენებს.

 

ნებისმიერი შეცდომა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ამიტომაც ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ,”- აღნიშნა კაპაროსმა.

 

შეხვედრა ხვალ  11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ ტიხიში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო