11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

ბენდტნერმა 1,5 საათში ლამის 400 000 ფუნტი წააგო, თან უფულოდ იყო

0
03.06.21. 663×81 ბანერი
ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ფორვარდმა, დანიელმა ნიკლას “ლორდ” ბენდტნერმა Daily Mail-თან საუბარისას გაიხსენა, თუ როგორ წააგო 400 000 ფუნტი 2011 წელს, კაზინოში, თუმცა ნაწილი “ამოიღო”.“იმდენად მთვრალი ვიყავი პოკერის მაგიდასთან დაჯდომას აზრი არ ჰქონდა. რულეტის თამაშს კი რა უნდა?! წითელი, შავი, წითელი, შავი…საათნახევარში 400 000 ფუნტი წავაგე, თან ამდენი ფულიც არ მქონდა, ბარათზე ოვერდრაფტი იყო და ბედს რომ არ გაეღიმა, ყველაფერს დავკარგავდი.ავდექი, საპირფარეშოში შევედი და სახეზე წყალი შევისხი. შემდეგ მოლარე ვნახე და კიდევ 50 000-ის ფიშკები ავიღე.”დანიელმა წაგებული 400 000-დან 380 000 დაიბრუნა.“როცა ყველაფრის წაგებასთან ახლოს ხარ, ფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა დაიბურნო. 400 000 მქონდა წაგებული, ჯამში კი დიდი ნაწილი დამიბრუნდა.ეს პროცესი ზედმეტად სარისკო იყო, ჩემთვისაც კი. ეს ზარი იყო, რომელმაც გამომაფხიზლა.”
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო