პსჟ რონალდოს გადაბირებას ეცდება
დღეს პარიზში ერთა ლიგის მატჩში საფრანგეთის ნაკრები პორტუგალიას ისტუმრებს. ინსაიდერული წყაროს ცნობით, პსჟ-ს ხელმძღვანელები შეხვდებიან კრიშტიანო რონალდოს და შეეცდებიან ახალი სეზონისთვის მის გადაბირებას. კრიშტიანო რონალდოს ტურინის “იუვენტუსთან” 2022 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული და არაერთხელ უთქვამს, რომ მის ბოლომდე შესრულებას აპირებს.