11 X 11
სპორტული პორტალი

ვაისი: სომხეთთან სხვანაირი თამაში იქნება და შანსს სხვებსაც მივცემ

0 16

დღეს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება, მატჩის წინ კი პრესკონფერენციაზე “ჯვაროსანთა” მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

“ერთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება. ტრავმის გამო კაკაბაძე გამოგვაკლდა, ასევე გურამ კაშია. ისინი უახლოეს დღეებში კლუბებში დაბრუნდებიან და მომდევნო მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშისთვის მოემზადებიან.

წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს ვგეგმავთ, შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.

ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ, სადაც პლეი-ოფის ფინალის საგზური მოვიპოვეთ, უკვე ხვალინდელი თამაშისთვის ვემზადებით. სომხეთს მხითარიანის სახით დიდი ვარსკვლავი ჰყავს. ვფიქრობ, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენს მოწინააღმდეგეს ასევე საკმაოდ გამოცდილი ესპანელი მწვრთნელი ჰყავს”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო