11 X 11
სპორტული პორტალი

სკუადრა აძურა საკუთარ რეკორდს მიუახლოვდა

0 11

ერთა ლიგის შეხვედრაში იტალიის ნაკრები პოლონეთთან უგოლო ფრეს დასჯერდა და ეს ზედიზედ მეთხუთმეტე ოფიციალური მატჩია, რომელსაც სკუადრა აძურა არ აგებს. ამაზე უკეთესი სერია აპენინელებს 1997 წლის ივნისიდან  1999 წლის ივნისამდე ჰქონდათ, როდესაც 17-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხვეს.

რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით იტალიის ნაკრებს ამ რეკორდის მოხსნა ამა წლის  ნოემბერში შეუძლიათ, თუ 14 ოქტომბერს ნიდერლანდებთან, 11 ნოემბერს ესტონეთთან და იმავე თვის 15-ში პოლონეთთან არ დამარცხდებიან.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო