15 წლის მუკოკო ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს [VIDEO]
“დორტმუნდმა ” ჩემპიონთა ლიგის განაცხადში 15 წლის თავდამსხმელი იუსუფ მუკოკო შეიყვანა, რომელსაც 16 წელი ნოემბერში შეუსრულდება.
ამ კამერუნელმა ჭაბუკმა ვარჯიში “დორტმუნდის” ძირითად გუნდთან აგვისტოში დაიწყო და 18-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მუკოკო საოცარი შედეგიანობით გამოირჩევა. “დორტმუნდის” 17 და 19-წლამდელთა გუნდებში ჩატარებულ 86 მატჩში 128 გოლი გაიტანა.