11 X 11
სპორტული პორტალი

ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელი ესტონეთთან ფრემ იმედგაცრუებული დატოვა

0 15

ჩრდილოეთ მაკედონია ესტონეთში წაგებას სასწაულად გადაურჩა, ნამატჩევს კი მათი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი შეგირდების გარჯით აღშფოთებული იყო. მან კოსოვოსთან მძიმე ბრძოლის შემდეგ გუნდი გადაახალისა და ქულა ძლივს მოიპოვეს.

“უკმაყოფილო ვარ. კოსოვოსთან ნათამაშევი ფეხბურთელების დასვენება გადავწყვიტე და შანსი სხვებს მივეცი. ვინც გამოიყენა, გამოიყენა, ვინც არა, შემდეგ შანსს დაელოდოს.

 

მხოლოდ ბოლო 30 წუთით ვარ კმაყოფილი. წაგებას გადავურჩით. შედეგით კმაყოფილი არ ვარ. მოგებას ველოდი. კვლავ პირველ ადგილზე ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა პირველობა ბოლომდე შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ანგელოვსკიმ პრესკონფერენციაზე.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო