11 X 11
სპორტული პორტალი

გერმანელი კაპიტანი, რომელსაც აღმერთებდნენ და უსტვენდნენ… [VIDEO]

1 1, 072

ყველაფერი 1968 წელს , გერმანიის საპორტო ქალაქ ჰამბურგში დაიწყო. შტეფანი იმ ტიპის ბავშვი გახლდათ სიარულს და თამაშს ერთდროულად რომ იწყებენ. “ბრამფელდერის”  აკადემიიდანსულ რაღაც 6 წლის ასაკში, “ვიქტორია ჰამბურგმააიყვანა. მან აღნიშნული კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა, თან კარგად. 

როგორც წესი,, გერმანულ ალღოს და თვალს რომ არაფერი გამოეპარება არც ეს გამოეპარა  და ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მიუხენგლადბახთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. აქედან დაიწყო მისი კარიერის ავკარგიანობაც. 

ბორუსიის მეორე გუნდში წარმატებული სეზონის შემდეგ ეფენბერგი პირველ გუნდში დააწინაურეს. ნელ-ნელა  გულშემატკივრები მის გარშემო შემოკრება დაიწყეს, მალევე კი ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდაპოზიციური განსწავლულობა, გრძელი, ლამაზი პასები და მოედნის სასწაულებრივი ხედვა ამ პერიოდიდან ხდება მისი სავიზიტო ბარათი 

გერმანულ საფეხბურთო ალღოზე რაც ვთქვი ამჯერად ბაიერნის მენეჯერ ული ჰოენესთან მიმართებით გავიმეორებ. ულიმ არა მხოლოდ სურვილი გამოთქვა შტეფანის ბაიერნში გადასვლაზე, არამედ მას მითითებებს აძლევდა თუ როგორ უნდა დაეხსნა თავი ბორუსიისგან. შეთანხმება შედგა. 1990 წლის ივლისში ის დიდ მიუხენურ გრანდს შეუერთდა  და როგორც თავად ეფენბერგი იხსენებს ეს მისთვის დაუჯერებლად დიდი ბედნიერება და წარმატება იყო, რადგან ბავშვობიდან ოცნებობდა  რეკორდმაისტერში თამაშზე 

ყველაფერი მარტივად არ წარიმართა. მისი ნაბიჯი ძალიან ცოტა ადამიანისთვის აღმოჩნდა მისაღები და გასაგები. მენხენგლადბახის გულშემატკივრები დიდხანს ესროდნენ ტალახს მის სახელს. ამასთან გერმანული მედია ამ ცეცხლზე გადასხმული ნავთი აღმოჩნდაჟურნალ-გაზეთები არ იშურებდნენ ყვითელ სათაურებს , ტყუილს , მართალს და კონტექსტიდან ამოგლეჯილს ,რათა ეფენბერგიცუდ ბიჭადწარმოეჩინათ. მას ეს სახელი კარიერის ბოლომდე გაჰყვა, ამ სახელს დაემატა მრავალი მეტსახელიც , რომლებიც ასევე მისი ხასიათის თავისებურებებზე მიუთითებდა.

ბაიერნში” ეფენბერგის პირველი ვოიაჟი მაინცდამაინც წარმატებული ვერ გამოდგა, პატარა ბიჭი მსოფლიოს ჩემპიონების გვერდით ვარჯიშობდა და თამაშობდა, მათთან პირდაპირ და დაუფარავად აფიქსირებდა საკუთარ აზრს, რასაც ყველა ვერ და არ მოუწონებდა. ლოთარ მათეუსის სიკაშკაშემ კი მისი გადაფარვა მაინც შეძლო და პირველი მიუხენური ვიზიტი 1992 წელს  უცერემონიოდ დასრულდა. მათეუსისა და მისი ურთიერთობა იმ დროისთვის მეტად არასასიამოვნო გახლდათ. ეფენბერგმა ავტობიოგრაფიულ წიგნში მას ერთი  ცარიელი გვერდიც კი დაუთმო, სათაურითრა იცის მათეუსმა ფეხბურთზე” .  

ფეხბურთი მხოლოდ მშრალი ფაქტები ან ტიტულები როდია, ის ცოცხალი ორგანიზმია და ნებისმიერი ფეხბურთელი საკუთარი კარიერის გზაზე მრავალ ადამიანურ შეცდომას უშვებს და კიდევ უფრო მეტ უსამართლობას აწყდება. გამონაკლისი არც ჩვენი დღევანდელი გმირი გახლავთ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გერმანიის ნაკრებში შტეფანის  დებიუტისას მოხდა, როდესაც მას ფანებმა დაუსტვინეს. როგორც თვითონ იხსენებს ძალიან გაუჭირდა იმის გააზრება, რომ კიდევ ერთი ახდენილი ოცნებისას მოედანზე მხარდამჭერები არ ჰყავდა.

ნაკრების ღირსების დაცვა მისთვის უდიდესი მოვლენა გახლდათ, მსგავი წნეხი კი უამრავი ფეხბურთელისთვის განაჩენი იქნებოდა. რომ არა მისი ბუნება და ჯიუტი ხასიათი შტეფან ეფენბერგი მხოლოდ მისი თაობის ექსპერტებს ეცოდინებოდათ. ასე არ მოხდა 

ფიორენტინასადა მშობლიური კლუბის შემდეგ ის მიუხენში ბრუნდება. “ბაიერნში” შტეფანმა საქმე დაიწყო, რომელიც ნაადრევად შეწყვიტა, ის ჯიუტი გერმანელია, რომელიც საქმეს შუა გზაზე არ ტოვებს. 1998-1999 წლების სეზონზე ისბაიერნისცენტრალური ფიგურა, ბუდესლიგის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ხდება. იტანს გოლებს და არის ავტორი არაჩვეულებრივი საგოლე გადაცემებისა. გენიალური კაპიტანი, რომელიც არის მაგალითი გერმანული ხასიათის, ბრძოლისუნარიანობის და ნებისყოფის. მას ხშირად მოიხსენიებდნენ , როგორცღამის კოშმარსმოწინააღმდეგე გუნდებისთვის. მისთვის არ არსებობდა ავტორიტეტი, დიდი ფიგურა, რომელიც ეფენბერგის თამაშის ხარისხს ან მატჩის შედეგს განსაზღვრავდა. სწორედ ამიტომ რთულად თუ გაიხსენებთ თამაშს, სადაც ის ფსიქოლოგიურად გატყდა ან დანებდა. 

დიდი კაპიტანი ანტირეკორდების, ხშირად ჩხუბისა და მსაჯებთან კამათის შემოქმედი იყო. 114 ყვითელი ბარათი კარიერაში – ეს  აბსოლუტური რეკორდია ნახევარმცველთა შორის…

მე არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვარ ანგელოზი. შეიძლება ბევრს აკვირვებს ჩემი ცხოვრების სტილი, მაგრამ მე ესეთი ადამიანი ვარ “- თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. შეიძლება ფეხბურთის გულშემატკივრებს არ დაამახსოვრდეთ ის, როგორც კარგი ადამიანი, მშვიდი და გაწონასწორებული ფეხბურთელი, მისაბაძი პიროვნება, მაგრამ მის ხასიათის თავისებურებებსა და ჭეშმარიტი კაპიტნის ქმედებებს ნამდვილად არასდროს დაივიწყებენ

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული  კაპიტანი, თანამედროვე ფეხბურთისთვის უცხო მოტივაციისა და ტემპერამენტის მქონე გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც აუცილებლად იმსახურებს გახსენებას. 

 

სხვა სიახლეები
1 კომენტარი
  1. ვახო ამბობს

    მადლობა ამ ბლოგისთვის,ვისიამოვნე

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო