11 X 11
სპორტული პორტალი

ინტერი სპონსორს იცვლის

0 14

მილანის „ინტერის“ სატიტულო სპონსორი 1995 წლიდან საბურავების მწარმოებელი კომპანია Pirelli-ი გახლდათ და ისეა გულშემატკივარი ამას მიჩვეული, რომ ნერიაძურის მაისურის წარმოდგენა უპირელოდ ძნელი აღსაქმელიც კი არის. თუმცა, ყავლი ყველაფერს გასდის და ახალი სეზონიდან დიდი ალბათობით „ინტერის“ მაისურზე ახალი წარწერა Hisense გაჩნდება. ეს ჩინური კომპანია ელექტროტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელია. მილანელები ამ გარიგებიდან სეზონში 30 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო