ჯვაროსნები უკვე ჩრდილოეთ მაკედონიაში არიან
საქართველოს ნაკრები სომხეთთან მატჩის (2:2) შემდეგ სკოპიეში ჩაფრინდა.ჩვენს გუნდს დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავა და კლუბში დაბრუნებული გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან, თუმცა ითამაშებს დასვენებული ხვიჩა კვარაცხელია. დანაკლისი აქვთ მასპინძლებსაც – დისკვალიფიცირებულია მათი ნახევარმცველი ენეს ბარდი (ლევანტე).ერთა ლიგის C დივიზიონში ჯგუფს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები 5-5 ქულით ლიდერობენ, მატჩი კი 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.