11 X 11
სპორტული პორტალი

ლა ლიგას პრეზიდენტი: მესი ფულის გამომმუშავებელი მანქანაა

0 8

ლა ლიგას პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა “გაძეტა დელო სპორტს” განუცხადა, რომ თავდამსხმელ ლეო მესის “ბარსელონაში” დარჩენამ გაახარა.

“მესის ესპანეთში დარჩენამ გამახარა. ის ფულის გამომმუშავებელი მანქანაა.

ჩვენ მესისა და რონალდოს წასვლისათვის წლების განმავლობაში ვემზადებოდით, რათა ლა ლიგას ფინანსურად არ ეზარალა. ნეიმარი პსჟ-ში გადავიდა, მაგრამ საფრანგეთის ლიგა საერთაშორისო მასშტაბით არ გაიზარდა. რონალდო “იუვენტუსში” გადავიდა, თუმცა სერია A-ც ვერ გაიზარდა.

მესიც რომ წასულიყო, შემდეგი ოთხი წლის მანძილზე მთელ მსოფლიოში ლა ლიგას ტელეტრანსლაციებს მაინც გავყიდიდით. არავის დაურეკავს და უთქვამს, რომ მესის წასვლის შემთხვევაში, კონტრაქტს გაგვიწყვეტდა.

ფეხბურთელები მნიშვნელოვანნი არიან, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. რონალდო და ნეიმარი წავიდნენ, ლა ლიგა კი ზრდას განაგრძობს. მიზეზი – ლა ლიგას ბრენდის გასავითარებელი სამუშაო გავწიეთ. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც მთელ ლიგას შეცვლის”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო