11 X 11
სპორტული პორტალი

ლიპიმ გატუზო გამოარჩია, რინომ კი ქებით უპასუხა

0 13

გამოჩენილმა იტალიელმა მწვრთნელმა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული სკუადრა აძურას თავკაცმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ ახალი თაობის იტალიელ მწვრთნელთა შორის საკუთარ თავს ყველაზე მეტად ჯენარო გატუზოში ხედავს და მას გარდა საფეხბურთო ცოდნისა, მოთამაშეტა ,ოტივაციის დიდი პოტენციალი გააჩნია.

რა თქმა უნდა რინოს დიდად ეამა მაესტროს ქება და მისაგებელიც მიაგო: „მარჩელო ლიპი დიდი მწვრთნელი და დიდი ადამიანია. ის საოცრად მიზანსწრაფულია, ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა და მიზნის მისაღწევ საშუალებებსაც ყოველთვის პოულობს. ღმერთმა ქნას და სამწვრთნელო საქმიანობაში იმის მეათედს მაინც მივაღწიო, რაც დონ მარჩელომ შეძლო“.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო