მხითარიანი სომხეთის უებრო მეგოლეა
ის გოლი, რომელიც სომხეთის ნაკრების კაპიტანმა ჰენრიხ მხითარიანმა საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პოლონეთში გამართული მატჩის მიწურულს პენალტით გაუტანა და თავისი გუნდი დამარცხებას გადაარჩინა (2:2), მის სანაკრებო კარიერაში 30-ე გამოდგა და ამ მხრივ თავისი ქვეყნის ნაკრების უპირველესი ბომბარდირობა განიმტკიცა. მეორე ადგილზე იურა მოვსესიანია 14 გატანილი ბურთით.