11 X 11
სპორტული პორტალი

ოზილი vs არსენალი გრძელდება

0

“არსენალის” და მისი გერმანელი ნახევარმცველის მესუთ ოზილის ურთიერთობა საკმაოდ ჩახლართული და ბუნდოვანი ჩანს. აქამდე ვიცოდით, რომ ოზილი კონტრაქტის გაწყვეტის საფასურად 13 მილიონ ევროს ითხოვდა, რაზეც კლუბი არ თანხმდებოდა. ახლა კი მოვიდა ორი ინფორმაცია. პირველი – სექტემბრის ბოლოს ოზილს კლუბმა კონტრაქტით გათვალისწინებული “ლოიალობის ბონუსი” 8.8 მილიონი ევრო გადაუხადა, რის გამოც ზაფხულში მან “არსენალი”  არ დატოვა. მეორე – ამის შემდეგაც ოზილმა არ მიიღო “არსენალის” წინადადება 5 მილიონ ფუნტად გაყიდულიყო საუდეთის “ალ-ნასრში”, რომელიც თავად ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონ ევროს ჰპირდებოდა. ასე რომ, ოზილი მზადაა სეზონის ბოლომდე უთამაშებლად დარჩეს “არსენალში”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო