11 X 11
სპორტული პორტალი

პატარა საფეხბურთო სასწაული საქართველოს ჩემპიონატში [VIDEO]

0
როგორც აღმოჩნდა, ქართულ ფეხბურთშიც ხდება სასწაულები და ამისი ნათელი მაგალითი მე-4 ლიგის წითელ ჯგუფში გამართული ჩხოროწყუს “სამეგრელოსა” და თბილისის “იბერიას” დაპირისპირება გახლავთ.
 
მეგრელები თბილისელებს საკუთარ მოედანზე მასპინძლობდნენ. გუნდის ძირითადი მეკარე ნიკა ჯოხაძე დისკვალიფიცირებული იყო, მატჩის წინ კი მეორე კიპერმა – თორნიკე გეგუჩაძემ ტრავმა მიიღო. ფაქტობრივად, ჩხოროწყუელები მეკარის გარეშე დარჩნენ.
 
შეხვედრა ამ მიზეზის გამო 20 წუთის დაგივანებით დაიწყო, კარში კი მეგრელთა ახალგაზრდა ნახევარმცველი დავით ბერიშვილი ჩადგა.
 
შეხვედრა კი მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. თბილისელთა გოლის ეპიზოდში მართალია, ბერიშვილმა შეცდომა დაუშვა, თუმცა რამდენიმე მომენტში საკუთარი გუნდი გოლისაგან იხსნა.
 
მეოთხე ლიგის წითელ ჯგუფს ჭიათურის “მაღაროელი” 15 ქულით ლიდერობს. “სამეგრელო” 6 ქულით ბოლო, მე-8 ადგილზეა, “იბერია” კი 8 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.
 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო