11 X 11
სპორტული პორტალი

როკ ბენდის წევრმა Dickinson-მა დერბის მეკარეს “უხერხული ადგილის” ტრავმა მიაყენა

0 10, 250

ესტონური ფეხბურთი რასაც წარმოადგენს, ამ თამაშის მცირედ მცოდნემაც იცის, მაგრამ ამ ქვეყანამ რამდენიმე ნორმალური ფეხბურთელი მაინც აღზარდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი, ახლა ესტონეთის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი მარტ პოომია, რომელმაც კარიერა მშობლიურ „ფლორაში“ დაიწყო. წინა საუკუნის 90-იან წლებში კი საზღვარგარეთ, ინგლისში გააგრძელა. თამაშობდა „დერბიში“, „უოტფორდში“, სანდერლენდსა“ და „არსენალში“. ამ უკანასკნელში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.

ყველაზე დიდ ხანს, ხუთ სეზონზე მეტი, 2000-2005 წლები „დერბიში“ გაატარა და ამ გუნდში ასპარეზობით სახელიც გაითქვა. თუმცა, ბევრისათვის იმ პერიოდში ცნობილი უფრო კურიოზული ტრავმით გახდა – საქველმოქმედო მატჩის დროს სასქესო ორგანო დაიზიანა.

2000 წლის დეკემბრის დასაწყისში ტალინს ცნობილი როკ-ჯგუფი Iron Maiden-ი სტუმრობდა გასტროლებით და  „ფლორასთან“ ამხანაგური მატჩი გამართა მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასახმარებლად.

მატ პოომი ესტონური გუნდის თავდასხმაში თამაშობდა და ერთ ეპიზოდში, როდესაც თავურით გოლის გატანას ცდილობდა, მოწინააღმდეგის მეკარეს, როკ-ჯგუფის წევრს შეეჯახა და სერიოზულად დააშავდა.  როკ ბენდის აღნიშნული წევრი ბრიუს დიკინსონი (Dickinson) იყო.

ტრავმის ხასიათზე ცნობილი გამოცემები  Observer-ი, Mirror-ი და  BBC ცოტა მოიარებით კი წერდნენ, მაგრამ მიანიშნებდნენ გენიტალიების დაშავებაზე, ეყრდნობოდნენ რა ესტონეთის ნაკრების ექიმის გუნარ მანიკას ინფორმაციას, რომ „.. მარტს საშიში არაფერი სჭირს, ზედა ყბის ძვალი აქვს გატეხილი და პენისის მიდამო დაჟეჟილი“.

გავიდა წლები და ამის შესახებ ახლახან თავად პოომსაც ჰკითხეს ჟურნალისტებმა და პასუხი ასეთი გახლდათ: დიახ, ტრავმა მივიღე საქველმოქმედო მატჩში, რის გამოც წინასასეზონო მომზადების (დეკემბერში?-რედ.) 1-2 კვირა და რამდენიმე ვარჯიში გამიცდა. კონკრეტულად, ყბის ძვალი გამიტყდა და საზარდულის ტრავმა მივიღე. სასქესო ორგანოს ტრავმა არ მიმიღია.”

მაინცდამაინც ნუ ჩავეძიებით მარტ პოომს, მაგრამ შეჯახებით, მით უფრო, როცა ამას ზედა ყბის მოტეხილობა მოჰყვება, თითქმის შეუძლებელია საზარდულის ტრავმის მიღება. აი, “საოხრის” დაჟეჟვა კი ძალიან ადვილად მოხდებოდა. რაც უნდა ყოფილიყო, ფეხბურთელობით რაც ვერ შეძლო, ტრავმით გაითქვა სახელი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო