საქართველოს ნაკრები სომხეთსა და ესტონეთს ბათუმში უმასპინძლებს?
უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე სომხეთისა და ესტონეთის ეროვნულ გუნდებს ბათუმის ახალ სტადიონზე უმასპინძლებს, რომელზეც ჯერ მატჩები არ ჩატარებულა.
თუმცა, ფეხბურთის ფედერაცია ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
ეს შეხვედრები 15 და 18 ნოემბერს უნდა გაიმართოს.