11 X 11
სპორტული პორტალი

სიტიმ მილიარდზე მეტი დახარჯა, ბაიერნმა ამის ნახევარზე ნაკლები

0 6

გამოქვეყნდა ევროპის 5 წამყვანი ლიგიდან რომელ კლუბს რა თანხა დაუჯდა არსებული შემადგენლობა. გასაკვირი არ არის, რომ ლიდერობენ “მანჩესტერ სიტი” და პსჟ. პირველს 1.036 მილიარდი ევრო, მეორეს კი 888 მილიონი დაუხარჯავს. მესამეზე მეორე მანკუნიანური კლუბი “იუნაიტედია” 844 მილიონით და მას მცირედით ჩამორჩება ესპანური გრანდი “ბარსელონა” 826 მილიონი. შემდეგ მოდიან “ჩელსი” 763  და “რეალი” 708 მილიონით. “ლივერპულს”არსებული შემადგენლობის დაკომპლექტება 666 მილიონი ევრო დაჯდომია და ამ “ეშმაკის რიცხვს” სულაც არ შეუშლია ხელი მერსისაიდელებისათვის ესოდენი წარმატებებისათვის მიეღწიათ.

ამ სიაში ყველაფრის მომგები მიუნხენის “ბაიერნი” მეთხუთმეტე პოზიციაზეა 408 მილიონი ევროთი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ფული ძალიან სჭირო რამეა, მაგრამ მას ჭკუით უნდა დახარჯვა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო