11 X 11
სპორტული პორტალი

ვლადიმირ ვაისი: თამაშით კმაყოფილი ვარ – ცვლილებები ისევ იქნება

0 29

ერთა ლიგაზე სომხეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ (2:2) ფეხბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

“წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ცხრა ცვლილება გვქონდა. გოლი მატჩის დებიუტში გავუშვით, მაშინ, როდესაც ერთი ფეხბურთელი მოედნის მიღმა იყო. ამის შემდეგ შევქმენით კარგი მომენტები და პირველივე ტაიმში უნდა გაგვეტანა. გაშვებული გოლის შემდეგ დაწინაურება მოვახერხეთ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წუთებში დღეს ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ. ჩვენ მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ.

უნდა ვისწავლოთ ამ შეცდომებზე, კმაყოფილი ვარ თამაშით, რადგან დღევანდელ შეხვედრაში ბევრი მომენტი გვქონდა და მოგება შეგვეძლო. ამ თამაშის შემდეგ ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონიაში მივემგზავრებით, სადაც გიორგი აბურჯანია არ გვეყოლება, ის კლუბში ბრუნდება. ჯაბა კანკავა კი სკოპიეში ყვითელი ბარათების გამო ვერ დაგვეხმარება. ამიტომ ცვლილებები მომდევნო შეხვედრაშიც იქნება.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, მომდევნო თვეში კი ამ გუნდს უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ფინალში შევხვდებით”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო