მესი-რონალდოს დუელი მხოლოდ მაშინ შედგება თუ …
ტურინის “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი 28 ოქტომბერს არის დანიშნული. კორონათი დასნებოვნებული კრიშტიანო რონალდო ამ შეხვედრაში მხოლოდ მაშინ შეძლებს მონაწილეობას თუ კორონაზე უარყოფით ტესტს მატჩამდე 7 დღით ადრე ანუ მაქსიმუმ 21 ოქტომბერს ჩააბარებს. ასეთია უეფას კოვიდ-პროტოკოლი.