ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს დანაკლისით ვეთამაშებით
პირველად გვიწევს 7 დღეში 3 მატჩის ჩატარება. ამათგან პირველი უმნიშვნელოვანესი იყო (კოსოვოსთან – რედ.). მჭიდრო კალენდარი ესპანეთმა და იტალიამ გააკრიტიკეს და წარმოიდგინეთ, ჩვენისთანა პატარა ქვეყნების მდგომარეობა.
შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს. თამაში გავაანალიზეთ და შემდეგ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის ვემზადებით და არა იმ შეხვედრისთვის, რომელიც ამავე მეტოქესთან ერთი თვის შემდეგ გვიწევს. პირველ ადგილზე დასამკვიდრებლად გამარჯვება გვჭირდება”.