დონარუმას პსჟ-ში ვიხილავთ?
“მილანი” და მეკარე ჯიჯი დონარუმას პირადი აგენტი მინო რაიოლა ვერ თანხმდებიან მომავალ ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. რაიოლა მოითხოვს ძალიან მაღალ ხელფასს (რაოდენობა არ სახელდება), მაშინ როდესაც კლუბი წლიურად 8 მილიონ დოლარამდე თავაზობს. ამასთან, ფეხბურთელის მხარის აუცილებელი პირობაა გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს არ უნდა აღემატებოდეს. საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ რაიოლას უკვე შეთანხმებული აქვს ხელშეკრულების პირობები პსჟ-სთან და მომავალი წლიდან დონარუმას იქ ვიხილავთ.