გიორგი ქვილითაია: პირველ ადგილზე გასასვლელად მზად ვართ
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გააკეთა:
“საქართველოში ზეწოლა უზარმაზარია. ევროპირველობაზე გასვლას 30 წელია ველით და ეს ჩვენთვის დიდი მიზანია. გამარჯვებას და ევრო 2020-ზე გამგზავრებას ვაპირებთ.
როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც რთული ბრძოლა გველის. მომავალი შეხვედრებიც რთულია. 3 ქულის ასაღებად და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად მზად ვართ”.