11 X 11
სპორტული პორტალი

გორან პანდევი: საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ

0 17

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის კაპიტანმა გორან პანდევმა კომენტარი გააკეთა:

“მხარს დავუჭერ ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც მოედანზე გავა. ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს, მოტივაცია სჭირდებათ და უნდა იცოდნენ, რომ მათ გვერდით ვარ. მჯერა, ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ გამარჯვებისთვის.

აქ ყველა ჩვენგანი ევროპირველობაზე გასასვლელად იბრძვის. რიტმი ჯოჯოხეთურია, რადგან 7 დღეში 3 მატჩი ძალიან ძნელი სათამაშოა. ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო