11 X 11
სპორტული პორტალი

ბორის ჯონსონი ლივერპულის და მანიუს წინააღმდეგ

0

პრემიერლიგის ამ ორმა კლუბმა წარმოადგინა ინგლისური საფეხბურთო ლიგების ტრანსფორმაციის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს კი მოახდენს და ბევრ დაბალი დივიზიონის კლუბს კორონაპანდემიისგან გამოწვეულ ფინანსურ კრიზისს გადატანინებს და გაკოტრებისგან იხსნის, მაგრამ ამის საფასურად რამდენიმე პრემიერლიგური ბობოლა კლუბი გადამწყვეტი ხმის უფლებით აღიჭურვება, რაც მმართველობის  დემოკრატიულ პრინციპებს დაარღვევს.

დიდი ბრტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ წარმოდგენილ პროექტს დაბალი დივიზიონების კლუბებში მომხრე თითქმის არ ჰყავს და ეს გასაგებიცაა, რადგან ინგლისური ფეხბურთის ახლანდელი მმართველობის მექანიზმის შეუცვლელად სავსებით შესაძლებელია კლუბები გაკოტრებას გადაარჩინონ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო